03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
მადრიდში ნათლისღების დადგომა საზეიმო აღლუმით აღნიშნეს

მადრიდში ნათლისღების დღესასწაულის დადგომა ტრადიციულად საზეიმო აღლუმით აღნიშნეს. გვიან ღამით ქალაქის მთავარ ქუჩაზე საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილმა მოზეიმეებმა ჩაიარეს. სამი მათგანი ბიბლიურ მოგვს განასახიერებდა.

სახარების თანახმად, იესოს დაბადების შემდეგ ბეთლემში სამი მოგვი ჩავიდა და მას თაყვანის სცა. ტრადიციულად მოზეიმეები ამ დღეს ტკბილეულს აგროვებენ და აღლუმში მონაწილე ბავშვებს ურიგებენ. ნათლისღების დღესასწაულს ქრისტიანები მაცხოვრის დაბადებიდან მეთორმეტე დღეს აღნიშნავენ. 

დღის ამბები