05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
„საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე"- მიხეილ რამიშვილი

„საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე,“- ეს განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

მიხეილ რამიშვილი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ხვალ-ზეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს.

ადვოკატის თქმით, მამა გიორგისა და ადვოკატების მოთხოვნაზე, რომ დეკანოზის დაკითხვა დღესვე მომხდარიყო, პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, რასაც მიხეილ რამიშვილმა უპასუხისმგებლობა უწოდა.

„ვაჭრობა დაგვიწყეს, ახსნა ახლა ძალიან გვიანია, სხვა დროზე შევთანხმდეთ,“- აღნიშნა რამიშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ „პროკურატურას ფეხებზე ჰკიდია მამა გიორგის დაკითხვა".

ადვოკატების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მამა გიორგი მამალაძეზე განხორციელდეს ზეწოლა. მისი თქმით, ამის საფრთხე არსებობს, რადგან მამა გიორგი მამალაძე ჩვენების დროს ისეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა, რაც საქმის გარემოებებს რადიკალურად შეცვლიდა.

 

დღის ამბები