03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
გახდა თუ არა საყდრისი თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი?!

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის ყოფილი მრჩეველი ეჭვობს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრობას უკავშირდება.

ნინო ბურჭულაძის განცხადებით, პირადი საუბრებიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ცენტრის გენერალურ დირექტორზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით ზეწოლა მოხდა. გადაწყვეტილების მისაღებად დირექტორზე კონკრეტული პირების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. 30 დეკემბერს კი მას აცნობეს, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდა, თუმცა მიზეზები არავის განუმარტავს.

ნინო ბურჭულაძე ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს მიმართავს და საკითხით დანტერესებისკენ მოუწოდებს. 

„მივმართავ პირადად ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრებს, ანუ ორივე სამსახურის უწყების ხელმძღვანელებს. მართლა მაინტერესებს, ვინ ბედავს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას მაშინ, როცა ორი წელია უკვე საქართველოში დაცულია გამოხატვის თავისუფლება,” - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჭულაძემ.

ამავე პრესკონფერენციას საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი ანა მიქაუტაძეც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, კომიტეტის წევრები მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილს შეიტანენ და მოუწოდებენ მას გამართოს შეხვედრა მეცნიერებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია მიიღოს მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროს საქართველოში არსებობის შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები