03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
დიდთოვლობამ ლენტეხში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

დიდთოვლობის გამო მძიმე ვითარებაა ლენტეხში. უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თოვლის საფარმა 1,5 მეტრს მიაღწია. ზვავსაშიშროების გამო ვერც შიდა გზების გაწმენდა ხერხდება. თუ თოვა გაგრძელდება, შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობა საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები