კურიერის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობას ზურაბ ბუჩუკური დაიკავებს. ის ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს.
როგორც რუსთავი2-ისთვის გახდა ცნობილი, ილია მეორესა და ბუჩუკურს შორის, რომელიც პატრიარქის დაცვაში მუშაობდა, შეხვედრა უკვე შედგა, რომელსაც სოსო ოხანაშვილიც ესწრებოდა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა დავით შარაშენიძემ, ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა. მან რუსთავი2-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის განცხადებებს არ აკეთებს.