05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
"მამა გიორგი ისეთ ჩვენებას მისცემს, რომელიც ნათელ სურათს დაანახებს საზოგადოებას და გამოძიებასაც," - მიხეილ რამიშვილი

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ ხვალ დაკითხავენ. ადვოკატების განმარტებით, მიცემული ჩვენება გამოძიების ვერსიას რადიკალურად შეცვლის. გაჭიანურებული დაკითხვის პარალელურად, ბრალდებული სასულიერო პირის ინტერესების დამცველები მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ, საკანში კი 24 საათიანი ვიდეო-აუდიო დაკვირვება მიმდინარეობს.

ადვოკატების თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებული დეკანოზის საკანზე მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი და ეს გადაწყევტილება მიიღო სასჯელაღსრულების დაწესებულებამ.

„მივმართეთ პრეზიდენტსაც, პრემირემინისტრსაც და პირველ რიგში მივმართე სახალხო დამცველს, რომ ყოფილიყო ისეთი გარემო, რომ ჩვენ დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ მას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება. მამა გიორგი ისეთ ჩვენებას მისცემს, რომელიც აბსოლუტურად ნათელ სურათს დაანახებს მთელ საზოგადოებას და გამოძიებასაც, იყო თუ არა მისი მხრიდან ამდაგვარი მკვლელობის მომზადების მცდელობა, როგორც ბრალის დადგენილებაშია მითითებული, შორენა თეთრუაშვილის მიმართ,“ - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შესახებ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს.

„ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია, მზად არის მისცეს გამოძიებას ჩვენება. ჩვენ გარკვეული დეტალებიც გაგვიზიარა. ჩვენ მოგეხსენებათ ვსწავლობთ საქმის მასალებს, გამომდინარე აქედან, ჩვენთვის საინტერესო იყო მთელ რიგ საკითხებზე მასთან გასაუბრება. ჩვენც გვაქვს კითხვა, მითუმეტეს, როდესაც ყველაფერი მზად იყო, დეკანოზი აცხადებდა რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ის მზად იყო დუმილის უფლება დაერღვია და მიეცა გამოძიებისთვის ჩვენება,  თუმცა სამწუხაროდ მას ამის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები