ისრაელიდან დეპორტირებული საქართველოს 30 მოქალაქე დაბრუნდა წუხელ თბილისში. როგორც კურიერთან საუბარში განაცხადეს, მათთვის დეპორტაციის მიზეზები არავის განუმარტავს და არც საბუთები შეუმოწმებიათ.
30-ვე მოქალაქე, მათ შორის ქალები, ისრაელში ჩაფრენისთანავე გადაიყვანეს სადეპორტაციო ციხეში და როგორც ყვებიან, 3 დღის განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. ადგილზე ისინი საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა მოინახულა.
დეპორტირებულები ისრაელის საეჩოსთან ხვალ აქციის გამართვას გეგმავენ. ასევე საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ განუმარტონ მოქალაქეებს, რა მიზეზით ვერ ახერხებენ ისინი ისარაელში ჩასვლას.