03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ხანძრის გამო სოციალურად დაუცველი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

თბილისში, ჩიქოვანის N79-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად სოციალურად დაუცველი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ოჯახში დედა და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბინიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს, ხანძარი კი მეხანძრეებმა ნახევარ საათში ჩააქრეს.

დაიწვა ბინის ნაწილი და სახურავი. თუმცა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბინის მეპატრონე ხანძრის გაჩენის მიზეზებს ვერ ასახელებს.

 

დღის ამბები