05 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
მე ვისურვებდი არ შეიცვალოს "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა - იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ფიქრობს, რომ რუსთავი 2 წამყვანი ოპოზიციური არხია. მისი განცხადებით, დამოუკიდებელი მედია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, რომ მედიაპლურალიზმი დემოკრატიის საფუძველია. არაერთხელ მითქვამს გულახდილად, რომ მნიშვნელოვანია პლურალიზმი მედიასაშუალებებში და რა თქმა უნდა, რუსთავი 2, ჩემი აზრით, არის წამყვანი ოპოზიციური არხი. რასაკვირველია არხები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას, არასოდესაა სასიამოვნო ადამიანებისთვის მთავრობაში, მაგრამ ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და იმ პრინციპისთვის, რომ ხელისუფლებას მუდმივად მოსთხოვო პასუხი. ასე რომ მე ვისურვებდი, რუსთავი 2-მა არ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და შეინარჩუნოს ოპოზიციური ხმა,” - განაცხადა იან კელიმ.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები