09 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
რიო–დე ჟანეიროში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა

სარკინიგზო ავარია ბრაზილიაში. რიო–დე ჟანეიროში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მაშველების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 140–ს აღწევს. ისინი რიოს სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მომხდარის გამო რკინიგზაზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები