09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
პოლონურმა არხმა იენს სტოლტენბერგის განცხადება არასწორად თარგმნა

თარჯიმნის შეცდომის გამო, ნატოს ახალი გენერალური მდივანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პოლონური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს ჯარის განლაგება ყველგან შეუძლია, სადაც მოესურვება, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გენერალურ მდივანს ბოლო ფრაზა "სადაც მოესურვება," საერთოდ არ უხსენებია და ის პირდაპირი ეთერის დროს თარჯიმანმა დაამატა.

შეცდომით ნათარგმნი განცხადება საერთაშორისო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, მათ შორის სააგენტო როიტერმაც. განსაკუთრებული ყურადღება კი არასწორ ვერსიას რუსულმა მედიამ დაუთმო, თუმცა პოლონურმა ტელეარხმა დღის ბოლოს დაადასტურა, რომ იენს სტოლტენბერგს მსგავსი ფრაზა არ უთქვამს და მხოლოდ ის განცხადა, რომ ალიანსს ჯარის განლაგება ყველგან შეუძლია.

ამავე თემაზე
დღის ამბები