03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობს

დუშეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

განცხადება ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ დვალიშვილმა, გააკეთა.

მისი თქმით, გათიშული იყო 2 სოფელი და დაბა ფასანაური.

დვალიშვილმა განაცხადა, რომ გათიშვები იყო იმერეთის რაიონში, ლენტეხსა და ცაგერში. თუმცა, დენის მიწოდება ყველგან აღდგენილია.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე ნინოწმინდის მცირე ნაწილია დარჩენილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები