03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
გუდაურის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ

დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. ამ დროისათვის, ფასანაურიდან მლეთამდე მოძრაობა ცალმხრივად არის აღდგენილი, თუმცა გუდაურის მიმართულებით კვლავ არ ატარებენ ავტომობილებს.

მლეთის საგუშაგოსთან 42 ერთეული სატვირთო მანქანაა ჩარჩენილი, რომლებიც ვლადიკავკაზის მიმართულებით მოძრაობენ. მძღოლებიც და ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სათანადო სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს არ ახორციელებენ.

მძღოლებისა და მოსახლეობის პრეტენზიებს უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძემ. მისი თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სამ ადგილას კიდევ არის ზვავსაშიშროება და სწორედ ამ მიზეზით შეჩერდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. კობერიძემ აღნიშნა, რომ შედარებით უსაფრთხო მონაკვეთები გუშინ გვიან ღამით გაიწმინდა და მოძრაობა ცალმხრივად არის აღდგენილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები