03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს - სამების საკათედრო ტაძარსა და ყველა მოქმედ ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შობის დადგომისთანავე დაიწყო.

წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს, წირვის შემდეგ კი უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და შობის დღესასწაული მიულოცა. 

საშობაო ესპისტოლეს სამების საკატედრო ტაძარში პრემიერთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ისმენდნენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, შობის დღესასწაული მოსახლეობას ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პატრიარქის საშობაო ეპირსტოლეს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სამების საკათედრო ტაძარში წირვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. საშობაო ლიტურგია ღამით ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში გაიმართა.

მართლმადიდებელი მრევლი კვლავ მიემართება ეკლესიებში. დღეს დილიდან სამების ტაძარში ხალხმრავლობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები