03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
დაკავებული პოლიციელი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

ლაშა ჯიხვაშვილს წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, რომ დაკავებული პოლიციელი პროცესს არ დასწრებია. სამართალდამცველი, რომლის გასროლასაც ქუთაისში 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, სხდომაზე ცუდად გახდა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა არეულობა დარბაზში, სადაც გარდაცვლილის ახლობლები იყვნენ შეკრებილი. ბრალდებულთან მიახლოების საშუალებას ბუჩუაძის ახლობლებს მანდატურები არ აძლევდნენ. დაძაბული პროცესის დაწყებიდან 40 წუთში მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები