03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
კობი-გუდაურის გზის ორ მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა

კობი-გუდაურის გზის რამდენიმე მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა - ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

"ზვავი ჩამოწვა ნაღვარევსა და მლეთაში, სადაც თოვლის საფარმა 1.7 მეტრს მიაღწია. გზის გასაწმენდად ყველა სოფელში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალური ტექნიკა, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოებს უამინდობა აფერხებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის, საგზაო მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია მლეთის მიმართულებით, თუმცა გუდაურისკენ გადაადგილება კვლავ აკრძალულია. ზოგიერთ მონაკვეთზე შეჩერებულია გზის გაწმენდითი სამუშოები და ამის მიზეზი სწორედ ზვავსაშიშროებაა.

ამ ეტაპზე სრულად გაწმენდილია ჟინვალი-ბარისახოს დამაკავშირებელი 25-კმ-იანი გზის მონაკვეთი და ფშავის შიდა სასოფლო გზები, სადაც მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური ტექნიკა.

დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი ელექტრომომარაგება უკვე აღუდგა სოფელ ანანურს და დაბა ფასანაურს.

თოვლის საფარი 2 მეტრს გაუტოლდა გუდაურში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკვები პროდუქტები უკვე გაგზავნა. ზვავსაშიშროების მიუხედავად, აუცილებლობის შემთხვევაში, გუდაურში საკვებ პროდუქტებს სპეცტექნიკის გამოყენებით შეიტანენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები