03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
უამინდობამ პრობლემები მთელ საქართველოში შექმნა

მთელი ღამის განმავლობაში მძიმე მდგომარეობა იყო კობი-გუდაურის გზაზე, სადაც თოვლის საფარი უკვე 2 მეტრს გაუტოლდა. ადგილზე პრობლემა შეიქმნა საკვები პროდუქტით მომარაგების მხრივ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკვები ადგილზე სპეც ტექნიკის გამოყენებით ჩაიტანეს.

კობი-გუდაურის გზაზე ჩარჩენილები არიან ტრაილერებიც. მათი საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახერხა.

სტქიის ზონაში 200-ზე მეტი ავტომანქანა მოყვა. მგზავრების გამოყვანა ნინოწმინდიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი პოლიციის განყოფილებებსა და საცხოვრებელ სახლებში გადაანაწილეს.

ნაღვარევსა და მლეთაში, ზვავი ჩამოწვა თოვლის საფარმა აქ თითქმის 2 მეტრს მიაღწია. გზის გასაწმენდად ყველა სოფელში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოები უამინდონბის გამო ვერ იწყება.

ავტომობილების მოძრაობაზე შეზღუდვა მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც ასევე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 3 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. უგზოობის გამო, მიმოსვლა დროებით შეზღუდულია დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილისთვის.

ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს გუდამაყარში, უკანა ფშავთან დამაკავშირებელ გზაზე, დღის ბოლომდე გაიწმინდება სოფელ ჩოხამდე მისასვლელი გზა.

ამავე თემაზე
დღის ამბები