09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე რეკორდულად ეცემა

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ისევ რეკორდულად ეცემა. ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი ბარელი ვი-თი-აი-ს მარკის ნავთობის ფასი 2 დოლარით დაეცა და 47 დოლარი და 93 ცენტი შეადგინა. ორი დოლარით გაიაფდა ბრენტის მარკის ნავთობიც. ერთი ბარელის ფასი 51 დოლარამდე დაეცა. ასეთი დაბალი ფასი 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად მკვეთრად ეცემა რუსული ეროვნული ვალუტის კურსიც დოლართან და ევროსთან მიმართებით. მოსკოვის ბირჟის მონაცემებით ერთი დოლარი 63 რუბლი ღირს, 1 ევრო კი 74 რუბლი და 32 კაპიკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები