03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ფასანაური-მლეთას საავტომობილო გზის გაწმენდა დაწყებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფასანაური-მლეთას საავტომობილო გზის გაწმენდა დაიწყო. სამუშოების დაწყება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნა. რეჟიმის შეცვლისთანავე გზის გაწმენდითი სამუშაოები მლეთა-გუდაურის მიმართულებითაც დაიწყება.

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურებოს მიერ ქარბუქიდან გამოყვანილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზაზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი. ეტაპობრივად მიმდინარეობს მანქანების გამოყვანაც. ინტენსიური თოვა რეგიონში ისევ გრძელდება, რის გამოც, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის, ნინოწმინდა-ფარავნის მიმართულებით.

მოძრაობა შეზღუდულია, ასევე, ხაიში-მესტიის მიმართულებით, თუმცა, გზის ამ მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი ტექნიკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები