09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ინდონეზიის სანაპიროზე Airbus 320-ის კუდი იპოვეს

ინდონეზიის სანაპიროსთან სამძებრო ოპერაცია გრძელდება - მაშველებმა ზღვაში AirAsia-ს კუთვნილი თვითმფრინავის კუდი აღმოაჩინეს, თუმცა მის ზედაპირზე ამოტანას ჯერ ვერ ახერხებენ.

ამ დრომდე არ არის ნაპოვნი ლაინერის შავი ყუთები, რომლებიც გამოძიებას კატასტროფის მიზეზის დადგენაში დაეხმარება.

Airbus 320, რომელსაც ინდონეზიიდან სინგაპურში 162 ადამიანი გადაჰყავდა, 28 დეკემბერს ჩამოვარდა. ამ დროისთვის აღმოჩენილია 37 გარდაცვლილის ცხედარი. ინდონეზიის ხელისუფლებამ ძებნის არეალი გაზარდა. სამაშველო ოპერაციაში ათამდე ქვეყანაა ჩართული.

ამავე თემაზე
დღის ამბები