09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
იემენში მომხდარ ტერაქტს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მასშტაბური ტერაქტი მოხდა იემენის დედაქალაქში. სანაში, პოლიციის კოლეჯის ტერიტორიაზე დანაღმული მანქანა აფეთქდა, რომელსაც ტერორისტი მართავდა. მსხვერპლის რიცხვის შესახებ მონაცემები ყოველ წუთს იცვლება. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს.

ტერაქტი დილით ადრე, ლექციების დაწყებამდე მოხდა. იმ დროს შენობასთან ათობით სტუდენტი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს. ათობით სტუდენტი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები