03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
გუდაურის მიმართულებით გზის ჩაკეტვამ პრობლემები მლეთის მოსახლეობასაც შეუქმნა

ზვავ საშიშროება მოიხსნა ფასანაური გუდაურის გზის მონაკვეთზე. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გუდაურში ჩარჩენილი ტურისტების ნაწილმა შეძლო თბილისში დაბრუნება.

გზა გუდაურის მიმართულებით დღეს მხოლოდ 20 წუთით გაიხსნა იმისათვის, რომ ჩარჩენილი ტურისტების დაბრუნებულიყვნენ სასტუმროებში.

ისინი აცხადებენ, რომ უკვე მესამე დღეა გუდაურში დაბრუნებას ცდილობენ, მათ გაუთავდათ ფული რადგან ღამეს სასტუმროში ათენებდნენ.

პრობლემები შეექმნათ მლეთის მოსახლეობასაც, რომლებიც გუდაურში არიან დასაქმებულები და სამსახურში გასვლას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური ტექნიკის საშუალებით პირველ ეტაპზე გაიხსნა ფასანაური-მლეთის ტერიტორია, შემდეგ ეტაპზე კი მლეთა-გუდაურის მონაკვეთი.

გუდაური-კობის მიმართულებით კი ამ დრომდე ზვავსაშიშროება რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები