03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
საახალწლო წარმოდგენა ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მონაწილეობდნენ. მათ სტუმრებს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოუდგინეს. ღონისძიებაში შოუ ნიჭიერის ერთ-ერთი ფინალისტი - თემო არაბიძეც მონაწილეობდა.

აქვე გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. საახალწლო ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ”ნაბიჯ-ნაბიჯ”-ის მიერ იყო ორგანიზებული და მისი მიზანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

დღის ამბები