09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ტერაქტი საფრანგეთში - დაღუპულია 11 ადამიანი

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა პარიზში, ერთ-ერთი ჟურნალის "შარლი ებდოს" რედაქციაში. გამოცემის ოფისში ორი პირი შეიჭრა და თანამშრომლებს "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი.

ცოტა ხნის წინ ფრანგულმა ჟურნალმა "ტვიტერის" სოციალურ ქსელში ისლამური სახელმწიფოს მეთაურის აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის კარიკატურა გაავრცელა. შესაძლოა, თავდასხმა სწორედ ამ პუბლიკაციას უკავშირდებოდეს.

თავდასხმის შემდეგ, ტერორისტებმა ქუჩიდან ავტომობილი გაიტაცეს და მიიმალნენ. 

მომხდარს უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. დევიდ ქემერონმა ტერაქტი დაგმო და ფრანგ ხალხს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სიტყვის თავისუფლებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ფრანსუა ოლანდის განცხადებით, თავისუფლებაზე თავდასხმას ვერავინ შეძლებს.

დღის ამბები