09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
პარიზში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

პარიზში მომხდარი ტერაქტის ამსახველი პირველი კადრები ინტერნეტით ვრცელდება. ვიდეომასალა მოყვარულებმა გადაიღეს. კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან ნიღბიანები პოლიციელისა და ქუჩაში გამვლელი ადამიანების მიმართულებით. სროლის შემდეგ ისინი მანქანაში სხდებიან და შემთხვევის ადგილს ტოვებენ.

გავრცელებული ცნობით, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაში თავდასხმამდე მუქარის წერილი მიიღეს და ამის შესახებ თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს. სავარაუდოდ, თავდამსხმელები ისლამისტები არიან.

ამ დროისთვის პარიზში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული და ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდამსხმელებს ეძებენ.

სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12–ამდე გაიზარდა, 7 კი დაიჭრა. თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა თვითმხილველთა განცხადებით, ერთ-ერთი ნიღბიანი სროლის დროს ყვიროდა, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველისთვის იძია შური.

შემთხვევის ადგილი ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა და მომხდარს ტერაქტი უწოდა.

”შარლი ებდოს” რედაქციაზე ეს პირველი თავდასხმა არ არის. 2011 წელს მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების დაბეჭდვის გამო უცნობებმა ოფისში ხელყუმბარები შეყარეს. ცოტა ხნის წინ კი ”ტვიტერში” ჟურნალის რედაქციამ ისლამური სახელმწიფოს მეთაურის ალ ბაღდადის კარიკატურებიც გაავრცელა.

დღის ამბები