03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ვინ უნდა იმღეროს სადღესასწაულო ღონისძიებებზე?

ახალ წელს თბილისის მერი ახალი ინიციატივით იწყებს. კონცერტებზე, რომელსაც თვითმმართველობა დააფინანსებს, მომღერლები ხმის მიცემით შეირჩევიან.

ინიციატივა ჯერ იდეის დონეზეა. თუმცა დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ მომღერლების ეგრეთ წოდებული არჩევნები შესაძლოა ელექტრონული ხმის მიცემის გზით ჩატარდეს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში დავით ნარმანიას ინიციატივის შესახებ ჯერ არაფერი იციან. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის აზრით, გამარჯვებულები სათათბირო ორგანომ უნდა გამოავლინოს.

დავით ნარმანიას ინიციატივას მომღერლების არჩევის შესახებ სერიოზულად არ აღიქვამს მისი ყოფილი კონკურენტი. ნიკა მელია ინიციატივას აბსურდულს უწოდებს.

ინიციატივა გაუგებარია საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციებისთვისაც.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რას გულისხმობს დავით ნარმანიას ინიციატივა, ერთი მუდმივი სიის თუ ინდივიდუალურად ყველა კონცერტისთვის ახალი პროგრამის შედგენას.

დღის ამბები