09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
მარგველაშვილი საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთში ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

"ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ," - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები