09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელბული ტერაქტისას მთავარი რედაქტორი და სამი კარიკატურისტი დაიღუპა

პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს"  რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. 

ამ ინფორმციის თანახმად, ორი თავდამსხმელი "კალაშნიკოვებით" იყო შეიარაღებული და ჯიჰადისტებისთვიც ჩვეულ სამოსში გამოწყობილნი, ხოლო სახეზე ნიღბები ეკეთათ. ისინი ყვიროდნენ "დიდება ალაჰს" და "ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველის გამო!".

თავდამსხმელებმა ტერიტორია შავი ფერის ავტომობილით დატოვეს, რომელიც მოგვიანებით პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მიტოვებული ნახეს.

საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან. 

სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12–ამდე გაიზარდა, 7 კი დაიჭრა. თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა თვითმხილველთა განცხადებით, ერთ-ერთი ნიღბიანი სროლის დროს ყვიროდა, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველისთვის იძია შური.

შემთხვევის ადგილი ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა და მომხდარს ტერაქტი უწოდა.

”შარლი ებდოს” რედაქციაზე ეს პირველი თავდასხმა არ არის. 2011 წელს მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების დაბეჭდვის გამო უცნობებმა ოფისში ხელყუმბარები შეყარეს. ცოტა ხნის წინ კი ”ტვიტერში” ჟურნალის რედაქციამ ისლამური სახელმწიფოს მეთაურის ალ ბაღდადის კარიკატურებიც გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები