03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, ჟურნალ  "შარლი ებდოს" რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის სახელით საგანგებო განცხადება გავრცელდა.   

"დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დღეს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ," - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები