03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ინტენსიური თოვის გამო გზებზე ისევ შეზღუდვებია

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ნაწილი კვლავ პარალიზებულია. მესტიასა და უშგულში, 16 თემში, უგზოობის გამო მისვლა შეუძლებელია. ლენტეხში გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება გუდაურისკენ მიმავალ გზას, იქ დღეს მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა და დაბაში ჩარჩენილმა ტურისტებმა თოვლის ტყვეობას თავი დააღწიეს. თუმცა, რამდენიმე საათის წინ ზვავი უკვე მლეთაში ჩამოწვა.

ინტენსიური თოვის გამო დღის მეორე ნახევარში აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთზე. გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე კი ისევ ზვავსაშიშროებაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები