09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
საფრანგეთში დღეს გლოვის დღეა

საფრანგეთში, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციის მოკლული თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად, 8 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამისი ბრძანება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გამოსცა.

8 იანვრის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა. მისი თქმით, გლოვის დღე ხუთშაბათია, თუმცა დროშები სამი დღის განმავლობაში დარჩება დაშვებული.

გუშინ პარიზში გვიან ღამით გარდაცვლილების პატივსაცემად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. 

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ  "შარლი ებდოს" რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.

საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები