03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გზის გაწმენდითი სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო. თუმცა დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები - ამ მიმართულებით ავტობუსებისა და სატვირთოების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

შეზღუდვები მოქმედებს რიკოთის უღელტეხილზეც. აქ მოძრაობა აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის.

ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა შეჩერებულია ნინოწმინდა-ახალქალაქის გზის მონაკვეთზე. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე კი მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს უშვებენ.

საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. სტიქიის ყველა ზონაში მობილიზებულია სპეცტექნიკა და ვითარებას ადგილზე აკონტროლებენ სპეციალისტები.

ამავე თემაზე
დღის ამბები