09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
სროლა პარიზის სამხრეთით - დაჭრილია პოლიციელი

თავდასხმების სერია პარიზში გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ პარიზის სამხრეთით, ერთ-ერთ რაიონში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ორ პოლიციელს ესროლეს. მძიმედ დაშავდა ერთ-ერთი სამართალდამცველი, რომელი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალია. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ირკვევა მომხდარის დეტალებიც. ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, პოლიციელებმა მოჩხუბარი მძღოლების გაშველება სცადეს, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და გაიქცა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, თუმცა მეორე ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა. გაქცეულს პოლიცია ეძებს. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, ეჭვმიტანილს, რომელმაც პოლიციელების მისამართით ისროლა, ჯავშანჟილეტი ეცვა.

დღის ამბები