09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
საფრანგეთის პოლიციამ რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა

ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ტერორისტების ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია. ორი პირი იძებნება, ერთი კი სამართალდამცველებს ჩაბარდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. დაკავებულები არიან ეჭვმიტანილთა ოჯახის წევრები და მეგობრები, სულ 7 ადამიანი.  

საფრანგეთის პოლიციამ რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა. უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, სამართალდამცველებმა ძებნა გამოაცხადეს ძმებ კუაშებზე - 34 წლის საიდსა და 32 წლის შერიფზე.

მესამე ეჭვმიტამილია 18 წლის ამიდ მურადი, რომელიც, ფრანგული პრესიის ცნობით, პოლიციას თავად ჩაბარდა და ამტკიცებს, რომ რედაქციაზე თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელშიც დაწერეს, რომ რედაქციაზე თავდასხმის დროს ამიდ მურადი სკოლაში იმყოფებოდა. 

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი. 

საფრანგეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

საფრანგეთს თანაგრძნობა უკვე გამოუცხადეს ქვეყნების ლიდერებმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები