03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ყაზბეგში მაღაზიების დახლები ცარიელია

ყაზბეგის მაღაზიებში დახლები დაცარიელდა. როგორც "რუსთავი2-თან" საუბრისას მაია უწილაურმა აღნიშნა, მარკეტებში მხოლოდ სასმელები და სიგარეტია დარჩენილი.

მისივე თქმით, სურსათის მარაგი იწურება სასტუმროებშიც.

„მენიუები ყოველდღე მცირდება. მაღაზიებში მხოლოდ სიგარეტი და სასმელი იყიდება. აღარც ფულია იმდენი, რომ სასტუმროში გადავიხადოთ. კი გაგვიკეთეს გარკვეული ტიპის შეღავათები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გუშინ არ უთოვია, დღესაც არ თოვს, ელოდებიან ,ზვავი როდის ჩამოწვება, რომ გზა გაწმინდონ. როდემდე შეიძლება, ასე ვიყოთ?” - აცხადებს ყაზბეგში მყოფი მარიამ უწილაური.

გარდა პროდუქტების ნაკლებობისა, ტურისტებს პრობლემას ისიც უქმნის, რომ მათ ფულიც უთავდებათ, რის გამოც შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.    

ამავე თემაზე
დღის ამბები