03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
რუსი ტურისტები გუდაურის დატოვებას ვერ ახერხებენ [ფოტო]

გუდაურში ბევრი თოვლია და საკურორტო სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა რუსი ტურისტები, რომლებიც აქ რამდენიმე დღით იყვნენ ჩამოსულები, სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

ტურისტების ნაწილი დღეს აცხადებს, რომ მათ უკვე ფული უთავდებათ და სასტუმროში დარჩენას ვეღარ შეძლებენ. ისინი საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან, თუ როდის გაიწმინდება გზა და როდის მიეცემათ მათ სახლებში დაბრუნების საშუალება. 

ტურისტების დიდი ნაწილი სამშობლოში 5 დღის წინ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი კვლავ გუდაურის საკურორტო ზონაში რჩებიან. 

ოფიციალური ინფორმაციით, უცნობია, როდის გაიხსნება გუდაურიდან კობის მიმართულებით გზა. აღნიშნულ მონაკვეთზე ისევ ზვავსაშიშროებაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები