03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო პარიზში მომხდარ ტერაქტს ვანდალურ აქტს უწოდებს

„ჩვენ ვგმობთ მომხდარს და ვწუხვართ, რომ ეს ყველაფერი ასოცირდება ისლამის სახელთან. ჩვენ ვემიჯნებით მათ,”- ასე აფასებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამის ეგიდოვი პარიზში მომხდარ ტერაქტს და მას ვანდალურ აქტს უწოდებს.

ეს განცხადება მუსლიმთა წინამძღოლმა შეკრებაზე გააკეთა, რომელზეც დაგეგმილი იყო საუბარი სხვა რელიგიურ საკითხებზე, კერძოდ, იმაზე, რომ წელს მუჰამედ მოციქულისა და იესოს დაბადების თარიღები ერთმანეთს დაემთხვა, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები