03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
დიდთოვლობა სვანეთში - რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

სვანეთში დიდთოვლობაა. არსებული ინფორმაციით, გარესამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი. მათ უმეტესობას არც ელექტროენერგია მიეწოდება. 

არსებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა უშგულში, ლენტეხსა და მესტიაში მცხოვრებ მოქალაქეებს. 

ელექტროენერგიის ხაზების აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა დიდთოვლობის გამო ეს პროცესი რთულად მიმდინარეობს. კონკრეტული თარიღი, თუ როდის აღდგება ელექტროენერგის მიწოდებაა, ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები