03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
საფრანგეთში კვლავ დაძაბულობაა

საფრანგეთის ჩრდილოეთით, ვილერ კორტეს დასახლება სპეცრაზმის ალყაშია. სწორედ ამ რეგიონში შენიშნეს ბოლოს ძმები საიდ და შერიფ კუშაები, რომლებსაც მეორე დღეა ფრანგი სამართალდამცველები ეძებენ.

გამოძიებამ ჯერ კიდევ გუშინ დაადგინა თავდამსხმელთა ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი. ქალაქ რეიმსში მათ საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ ჩხრეკაც ჩაატარა. რედაქციაზე თავდასხმაში მესამე ეჭვმიტანილი ჰამიდ მურადი პოლიციას გუშინვე ჩაბარდა, მას შემდეგ, რაც მედიაში მისმა გვარმა გაიჟღერა. ის ტერაქტთან კავშირს უარყოფს, თუმცა ფრანგული მედია წერდა, რომ 18 წლის მურადი მართავდა იმ მანქანას, რომლითაც ძმები მიიმალნენ.

გამოძიება მიმდინარეობს გუშინდელ და დღევანდელ თავდასხმებთან კავშირის დასადგენადაც. ლიონთან ახლოს რესტორანში ხელნაკეთი ბომბი ამოქმედდა, თუმცა არავინ დაშავებულა, პარიზის მონრუჟის რაიონში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს და მიიმალა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მოქმედმა ლიდერმა მინისტრებთან ერთად ქვეყანაში არსებული ვითარების განსახილველად რეზიდენციაში მიიწვია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები