03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
დიდთოვლობა საქართველოში - დაღუპულია 1 ადამიანი

გუდაური, ყაზბეგი, სვანეთი და ახალქალაქი - ეს ის რეგიონებია, სადაც უხვად მოსულმა ნალექმა თოვლის სახით პრობლემები შექმნა. 

ძლიერი ქარბუქის გამო საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადაადგილება უკვე მესამე დღეა შეჩერებულია. დღეს დილით თოვლში ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 

სვანეთის რამდენიმე რაიონი და თემი კი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. თოვასთან ერთად ათობით ოჯახს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. დაზიანებულ ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად სპეციალისტები უკვე მუშაობენ, თუმცა აღდგენით სამუშაოებს ხელს ცუდი ამინდი უშლის. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები