03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევაზე მსჯელობა მიმდინარეობს

უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ შიდა კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად უკვე მიმდინარეობს. კანდიდატურის დასახელებისთვის პრეზიდენტს 1-თვიანი ვადა აქვს.

მმართველი გუნდის წევრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებზე დღეს არ ულაპარაკიათ. სავარაუდო კანდიდატები უმრვალესობიდან - ეკა ბესელია და ზაქარია ქუცნაშვილი არასამთავრობოების ნაწილმა დაასახელა.

თავად ეკა ბესელია კოტე კუბლაშვილის შემცველად მის კანდიდატურის განხილვას უარყოფს. უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის პოსტზე კი მისი განმარტებით, პრეზიდენტმა პარლამენტთან შეთანხმებული კანდიდატი უნდა წარადგინოს.

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი კოალიცია პრეზიდენტს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კანდიდატის დასახელებას მოსთხოვს.

უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.” არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ წარდგენილი კანდიდატი არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან ასოცირებული პირი არ უნდა იყოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტსა და არასამთავრობოებთან კანდიდატის შერჩევაზე კონსულტაციები ამ დრომდე არ დაუწყია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანომ 10 წლის ვადით უნდა აირჩიოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები