03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
უნიკალური აღმოჩენა დავით გარეჯში

თითქმის 9 საუკუნის წინ მიწის ქვეშ დაფარული ისტორია დავით გარეჯის ბერებმა აღმოაჩინეს. სამონასტრო კომპლექსიდან რომელიც დოდო გარეჯელის სახლით არის ცნობილია, იქ მოღვაწე ბერებმა მიწის გატანის დროს ქვით ნაშენ კედელს მიაგნეს, რომელიც მხატვრობის უნიკალურ ნამუშევრებს ფარავდა. დაახლოებით.

იმის გამო რომ უნიკალური მხატვრობა დაზიანებულია ვერ ხერხდება კედელზე დატანილი წარწერების გაშიფვრა, ასევე დაუდგენელია ფრესკებზე გამოსახული წმინდანების დიდი ნაწილის ვინაობაც, თუმცა წინასწარი დათვალიერებით ახლად აღმოჩენილ ტაძარში ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.

წინასწარი დათვალიერებით ტაძრის მხატვრობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

უნიკალური ფრესკების გარდა უცნობი ტაძრის სამხრეთის კედელში სამარხსაც მიაკვლიეს, სპეციალისტების ვარაუდით თავის ქალისა და ძვლების ნაწილები შესაძლოა მონასტერში მოღვაწე ბერებს ან იმ წმინდანს ეკუთვნოდეს, ვის სახელსაც ტაძარი ატარებდა.

კომისია რომელიც აღმოჩენილი ტაძრის ჯერ გამაგრებას შემდეგ კი ფრესკების რეაბილიტაციას ჩაატარებს უკვე შექმნილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები