09 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაცია გრძელდება

საფრანგეთში ”შარლი ებდოზე” მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ძებნა გრძელდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, რეიდები ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენებითაც ტარდება და სწორედ ასეთი დევნის დროს, გვიან ღამით, საეჭვო პირები ერთ-ერთი რაიონის ტყეში შენიშნეს. 

ოპერაციაში ჩართულია 88 ათასი ადამიანი.

სამართალდამცველების აზრით, შერიფ კოაში და საიდ კოაში სწორედ ტყეში იმალებიან და ისინი ავტომობილით აღარ გადაადგილდებიან.

გუშინ პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა კრეპიენვალუას რაიონში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი შეიარაღებული ძარცვის შესახებ. თუმცა, ეჭვმიტანილთა კვალს ვერ მიაგნეს.

ამ ეტაპზე კი ძებნის ოპერაცია პარიზიდან 80 კილომეტრით დაშორებულ დასახლება ლონგპონტში მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში შემნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს ანგარიში ჩააბარა.

გვიან ღამით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 5 წუთით ჩაბნელდა ეიფელის კოშკი. სოლიდარობა გამოუცხადა გარდაცვლილებს პარიზის მეჩეთის იმამმაც, რომელმაც ჟურნალის რედაქციის ოფისთან ყვავილები მიიტანა და ილოცა.

"ჩვენი ვალდებულება არ არის, დავგმოთ ბარბაროსობა. ჩვენ ისედაც ვაკეთებთ ამას. ჩვენ ვართ პირველი მსხვერპლი. 24 საათი მიცავს პოლიცია. სანწუხაროდ, მუსლიმანური სამყაროს 95% ტერორის მსხვერპლი ხდება. ის, რაც პარიზში მოხდა, არის რასიზმისა და შეურაცხყოფის გამოვლინება, რომელსაც ინტერნეტით ავრცელებენ. კარგად გვესმის, რას ნიშნავს სიბრაზე, მაგრამ ჩვენთვის სიძულვილიც მიუღებელია," - განაცხადა იმამმა.

მოსალოდნელი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად საფრანგეთმა საფრთხის დონე გაზრდა. არმიის ქვედანაყოფები სტრატეგიულ ობიექტებთან განალაგეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები