09 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
იავის ზღვაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტების ძებნა გრძელდება

იავის ზღვაში თვითმფრინავის ფრაგმენტების ძებნის ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა რამდენიმე სიგნალი დაიჭირეს, რომელიც, შესაძლოა, ლაინერის შავი ყუთებიდან მოდიოდეს.

მათი ინფორმაციით, შავი ყუთები, შესაძლოა, იმავე რაიონში იყოს, სადაც თვითმფრინავის კიჩო აღმოჩნდა. მყვინთავებმა მისი ზედაპირზე ამოტანა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს. 30 მეტრის სიღრმიდან კიჩოს ამოტანას სპეციალური მოწყობილობებისა და საჰაერო ბურთის საშუალებით შეეცდებიან.

მყვინთავები გარდაცვლილთა ცხედრებსაც ეძებენ. ამ დროისთვის ნაპოვნია 41 დაღუპულის ცხედარი. მალაიზიური თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც 28 დეკემბერს ჩამოვარდა, სულ 162 ადამიანი იმყოფებოდა.

დღის ამბები