03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" ვადამდე გათავისუფლების კომისიის გაუქმებას აპროტესტებს

"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" ვადამდე გათავისუფლების კომისიის გაუქმებას აპროტესტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის ხელისუფლების მიერ უკან გადადგული ნაბიჯი.

ამ თემაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ხვალიდან ისინი საპროტესტო აქციებს იწყებენ.

“მოვითხოვთ  ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები, აღადგინონ აღნიშნული კომისია და დაუბრუნონ პატიმრებს ის ჩამორთმეული უფლებები, რაც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მათ ეკუთვნით. ჩვენ ამ მოთხოვნით ვაპირებთ აქციების გამართვას,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიკა მემანიშვილმა.

პირველ აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია პატიმრების ოჯახების წევრებთან ერთად ხვალ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები