03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
საფრანგეთის პოლიცია ძმებ კოაშებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქი დამარტინი, სადაც "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ სტამბის შენობაში ძმები კოაშები იმყოფებიან, რომლებსაც მძევლებიც ჰყავთ აყვანილი. პოლიცია მათთან მოლაპარაკებას ტელეფონით აწარმოებს.

ფრანგული მედიის ცნობით, ტერორისტებმა სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მოწამებრივი სიკვდილი სურთ.

ქალაქი სპეცრაზმის ალყაშია. მის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. სპეცოპერაციას პირადად ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ხელმძღვანელობს.

რამდენიმე ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს დამარტინში მიმდინარე სპეცოპერაციას, სადაც რამდენიმე წუთის წინ ერთ კონკრეტულ წერტილში პოლიციელთა მობილიზაცია შენიშნეს.

პირდაპირ ჩართვებში ჟურნალისტები ამბობენ, რომ ადგილზე ხმამაღალი ყვირილის ხმაც ისმოდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძევალი 26 წლის მამაკაცია.

ამავე თემაზე
დღის ამბები