03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
როგორ უნდა მოხდეს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა?

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით,  დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის პრობლემაზე მუნიციპალიტეტში უკვე ერთი თვეა, სპეციალური კომისია მუშაობს. თუმცა, სტრატეგია ამ დრომდე არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარმანია საჯაროდ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა, მესამე სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები რეაგირების გარეშე დარჩა.

რა ფორმით მოხდება საცობების შემცირება თბილისში, ჯერ უცნობია. კომისიას პრობლემის მოგვარების მიზნით შესაბამისი სტრატეგია არ მოუმზადებია.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საცობები კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ცალკეული პროექტების განხორციელებით ვერ დარეგულირდება. მესხიშვილის განმარტებით, მერიამ თავდაპირველად ინფრასტრუქტურისა და პარკინგის მოწესრიგებაზე უნდა იზრუნოს. მისივე განცხადებით, პრიორიტეტი საკვანძო ადგილებია.

თბილისის მერი ადასტურებს, რომ ერთიანი საგზაო სტრატეგია საცობების შემცირების მიზნით ჯერჯერობით არ არსებობს.

დღის ამბები