03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვებია

ჯვრის უღელტეხილიდან ყაზბეგამდე გზა ისევ ჩაკეტილია. სწორედ ამ მონაკვეთზე არის ჩარჩენილი 90 სატვირთო მანქანა, რომლებიც რუსეთისკენ მიემგზავრებოდნენ.

კობი–გუდაურის მონაკვეთზე კი, რომელიც 5 დღე ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი იყო, გაწმენდითი სამუშაოები დღეს პირველად დაიწყო.

ყაზბეგში ორი ვერტმფრენით სურსათი ჩაიტანეს. ამავე ვერტმფრენებით მოგვიანებით ტურისტები გადმოიყვანეს. მედიკამენტები ჩაუტანეს დღესვე ვერტმფრენით სოფელ სიონში მცხოვრებ კიდევ ერთ მცირეწლოვანს. თუმცა, სტეფანწმინდაში შველას კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება.

ამ დრომდე დაკავშირება ვერ ხერხდება აჭარაში, სოფელ ზედა თხილნარში მცხოვრებ 30-მდე ოჯახთან. სოფელში მისასვლელ ერთადერთ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ცუდი ხილვადობის გამო გაწმენდვითი სამუშაოების დაწყება ხვალ დილამდე ვერ ხერხდება.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც ოჯახები უშუქოდ არიან დარჩენილები.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება უკვე დაუშვეს ოზურგეთი-ურეკის გზაზე.

დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ჯერ არ ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები