09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ტერორისტებმა 4 მძევალი მოკლეს

ვინსენსის გარეუბანში, ქაშერულ მაღაზიაში გუშინ ოთხი მძევალი მოკლეს.

ახალი ტერორისტულლი აქტის შესახებ ინფორმაცია გუშინ ძმები კოაშების მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დასრულებისთანავე გავრცელდა. მოგვიანებით კი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ ტერორისტებმა მძევლები დახოცეს. 

სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია თავდამსხმელი ამედი კულიბელიც. 

ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი გუშინ ერთდროულად დაიწყო. ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან. ყველა მძევალი გათავისუფლებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები