09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
საფრანგეთის ტერაქტებს "ალ ქაედა" აფინანსებდა?

ფრანგული არხი BFMTV ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ძმებ კოაშებს "ალ -ქაედა" აფინანსებდა. 

ფარნგული მედიის ინფორმაციით,  დამარტენ-ან-გოელში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე, სადაც თვდამსხმელებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, ტელეკომპანიის ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრა ერთ-ერთ თავდამსხმელს, შერიფ კუაშს. მან კი საუბრისას განაცხადა, რომ მას "ალ ქაიდა" აფინანსებდა. 

BFMTV ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ესაუბრა ვინსენსის გარეუბანში მდებარე ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილ თავდამსხმელსაც, რომელმაც განაცხადა, რომ დაკავშირებულია ჟურნალი "შარლი ებდოს" თავდამსხმელებთან.

მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი კი, ამავე არხის ცნობით, ISIS-ის მიეკუთვნებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები